ვერ წარმოვიდგენდით, რომ ქვეყანაში, სადაც ქალების მიმართ ასეთი პატივისცემაა, პოლიციას შეუძლია, მსგავსი ქმედებები განახორციელოს ქალების წინააღმდეგ და ასეთ მუქარებს ჰქონდეს ადგილი, – მის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
გიგაური შსს-ს თანამშრომლებს მოუწოდებს, გაემიჯნონ ქალების მიმართ ძალადობას.
“ვერ წარმოვიდგენდით, რომ ქვეყანაში, სადაც ქალების მიმართ ასეთი პატივისცემაა, პოლიციას შეუძლია, მსგავსი ქმედებები განახორციელოს ქალების წინააღმდეგ და ასეთ მუქარებს ჰქონდეს ადგილი. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონკრეტულ თანამშრომლებს, გაემიჯნონ მსგავს ქმედებებს. ეს არ არის, მეგობრებო, ვაჟკაცობა, ეს არაფერში არ ჯდება. ეს არის დარღვევა ჩვენი კანონმდებლობის, საერთაშორისო ნორმების. როდესაც ქალების სადღეგრძელოს დალევთ, გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი რამდენიმე კოლეგა მსგავს ქმედებებში იყო ჩართული და ასეთ მდგომარეობაში ამყოფებდა ქალებს. ამიტომ, გაემიჯნეთ დროზე ამ ძალადობას და მსგავს ქმედებას, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, ეს არ ჯდება არც ქართველობაში, არც ვაჟკაცობაში და რა თქმა უნდა, არც ჩვენს კანონმდებლობაში”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.