ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია.
“მოხარული ვარ, მოვიწვიო პრეზიდენტი ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად.
მე აღფრთოვანებული ვარ მისი სიმამაცით, რომელიც ივანიშვილისა და მისი მეგობრების – ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის თავდასხმების წინააღმდეგ აჩვენა”, – წერს უილსონი.