spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ესტონეთში მცხოვრებმა ქართველებმა “ადამიანთა ჯაჭვი საქართველოსთვის” გამართეს

ესტონეთში მცხოვრებმა ქართველმა მოქალაქეებმა ტალინის თავისუფლების მოედანზე აქცია – “ადამიანთა ჯაჭვი საქართველოსთვის” გამართეს.

დემონსტრაციის საშუალებით ესტონეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს 28 დეკემბერს, 15:00 საათზე საქართველოში, თბილისსა და სხვადასხვა ქალაქსა ჩატარებულ მასშტაბურ დემონსტრაციას “ერთობის ჯაჭვს საქართველოსთვის”.

ტალინის აქციის მონაწილეებმა ხმამაღლა დააფიქსირეს მთავარი მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს პროტესტის მონაწილეებს აქვთ:

• მიხეილ ყაველაშვილი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი და უნდა გადადგეს.

• ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს.

• უნდა დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

დემონსტრაციის ორგანიზატორმა და აქტივისტმა მარიამ ნოზაძემ, აღნიშნა, რომ ღონისძიების მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება საქართველოში არსებულ კრიტიკულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, სოლიდარობის გამოხატვა დემოკრატიული ღირებულებებისთვის მებრძოლების მიმართ საქართველოში და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისადმი საერთო ღირებულებებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება.

“ჩვენ სრულად ვიზიარებთ საქართველოში მიმდინარე პროტესტის მოთხოვნებს – ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირებას. ეს არ არის პოლიტიკური ან პროპაგანდისტული პროტესტი, არამედ ეს არის სახალხო პროტესტი და ხალხის ნება ყოველდღიურად ჩანს საქართველოს ქუჩებში“, – განაცხადა ნოზაძემ და დასძინა, რომ პროტესტი გაგრძელდება, სანამ ხალხის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოში ზუსტად ერთი თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს. საზოგადოების დიდი ნაწილის გარდა, აღნიშნული გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და საერთაშორისო პარტნიორები ევროკავშირიდან და აშშ-დან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები