spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია გადაჰყვება, სანამ არ იქნება ახალი არჩევნები, რომელსაც ქართველი ხალხი აღიარებს

სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს ინსტიტუციური სიმყარე, რომ ითამაშოს გამაერთიანებლის და საზოგადოების შემკვრელის როლი, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს გაჰყვება ლეგიტიმაცია, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება.

“სალომე ზურაბიშვილს აქვს ყველაზე მთავარი – ლეგიტიმაცია იმის გამო, რომ თავის დროზე ის ხალხის არჩეულია და ასევე, მის გამო, რომ დღეს ამ პროტესტის პოლიტიკურ შემადგენლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, მას ეს ლეგიტიმაცია გადაჰყვება, სანამ არ იქნება ახალი არჩევნები, რომელსაც ქართველი ხალხი აღიარებს.

ამ წუთის მდგომარეობით, სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს ინსტიტუციური სიმყარე, რომ ითამაშოს გამაერთიანებლის და საზოგადოების შემკვრელის როლი და  ყველაზე მთავარი – ამ ქვეყნის ღირსეულად წარმომდგენის როლი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები