ბოლნისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბოლნისის ცენტრალურ კლინიკასთან საპოლიციო ძალები კვლავ მობილიზებული არიან.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ვითარების კონტროლის მიზნით ადგილზე კვლავ რჩებიან.
ბოლნისის ერთ-ერთ სოფელ ნახიდურში ავტომობილი ორ მოზარდს გზაზე გადასვლის დროს დაეჯახა. შემთხვევას ორივე მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მომხდარმა დაპირისპირება გამოიწვია. ადგილობრივები მძღოლის მათთვის გადაცემას და დასჯას მოითხოვდნენ.
ვითარების დაძაბვის გამო ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზება გახდა საჭირო.