მათი ოჯახის წევრები ზოგ შემთხვევაში პირდაპირ და ზოგ შემთხვევაში ირიბად, გახდებიან მეორადი სანქციების სამიზნეები, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დისკომფორტი, რომელიც დასანქცირებულის მიმართ წამოვა, არ გაჩერდება კონკრეტულ პირზე.
“საბოლოო ჯამში, მათი ოჯახის წევრები ზოგ შემთხვევაში პირდაპირ და ზოგ შემთხვევაში ირიბად გახდებიან მეორადი სანქციების სამიზნეები. ეს რა ფორმას მიიღებს – ქვეყნიდან გამოაძევებენ, ანგარიშებს მათაც დაუყადაღებენ თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტები სიფრთხილეს გამოიჩენენ მათთან მიმართებაში, ეს არ ვიცი, მაგრამ საერთოდ, ასე ხდება, რომ დისკომფორტი, რომელიც დასანქცირებულის მიმართ წამოვა, არ გაჩერდება კონკრეტულ პირზე, მისი გარემოცვა, ბუნებრივია, გაიზიარებს ამ დისკომფორტს”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებით, “ამერიკა სანქციებს დააკისრებს და ქვეყნიდან გააძევებს ყველა იმ კრიმინალის ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას ესხმიან თავს”.