spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზვიად ძიძიგური – ძალიან სერიოზულად არიან ამერიკელები განწყობილი და რა თქმა უნდა, ვერცერთი ჩინოვნიკი მშვიდად ვერ იქნება

ამ დროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებ, ეს ნიშნავს იმას, რომ შობაც გადადეს, დღესასწაულებიც გადადეს და საქართველოსთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის მოიცალეს, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მისივე თქმით,  ვერცერთი ჩინოვნიკი, რომელიც “ქართული ოცნების” რეჟიმის წარმომადგენელია, მშვიდად ვერ იქნება.

“27 დეკემბერს, როცა სრულიად ამერიკის შეერთებულ შტატებში არის შობის დღესასწაული და იქ სხვა არაფერი არსებობს ამ დღესასწაულის გარდა, ამ დროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებ, ეს ნიშნავს იმას, რომ შობაც გადადეს, დღესასწაულებიც გადადეს და საქართველოსთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის მოიცალეს, რომ მისთვის სანქციები დაეწესებინათ. ძალიან სერიოზულად არიან ამერიკელები განწყობილი და როდესაც სანქცია ბიძინა ივანიშვილს დაადეს, რა თქმა უნდა, ყველა ჩინოვნიკი, რომელიც “ქართული ოცნების” რეჟიმის წარმომადგენელია, ვერცერთი მშვიდად ვერ იქნება”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები