“ოცნებას” შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს, მაგრამ რეალობა არ იცვლება მათი საუბრით, ვინაიდან, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, არც მათი კენჭისყრების პრობლემა დადგება, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა კონგრესში დაგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხიდაშელის აზრით, ეს კვირა კონგრესში კონსულტაციებს დაეთმობა.
“მე ვვარაუდობ, რომ ეს კვირა იქნება კონსულტაციების კვირა და უკვე მომავალი კვირიდან ფორმალიზებულ სიახლეებს გავიგებთ, თორემ სიახლეები ამ კვირაშიც ბევრი გვექნება.
ორპარტიული მხარდაჭერა გარანტირებული აქვს, რადგან ვიცით, როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების პოზიცია და ამ თვალსაზრისით, კითხვები არ არსებობს. “ოცნებას” შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს, მაგრამ რეალობა არ იცვლება მათი საუბრით, ვინაიდან, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, არც მათი კენჭისყრების პრობლემა დადგება. მე იმედს ვიტოვებ, რომ მთავარი შედეგები, რომლებსაც ეს კანონპროექტები დააყენებს, იქნება ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მიხვდება, რა მასშტაბურ ზიანს აყენებს ქვეყანას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
კონგრესში სხდომაა ჩანიშნული, სადაც “MEGOBARI act” და “ქართული კოშმარის აღიარების აქტი” განიხილება.