spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლონდა თოლორაია – ხელისუფლებისთვის მიუღებელია განსხვავებული აზრის მქონე რიგითი თანამშრომლებიც

უკვე სხვა საფეხურზე გადავიდა ეს ხელისუფლება, მათთვის მიუღებელია განსხვავებული აზრის მქონე არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები, არამედ რიგითი თანამშრომლები, – ამის შესახებ “კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება სამსახურიდან ისეთ ადამიანებს უშვებს, რომლებიც თავიანთ საქმეებს წლებია ასრულებდნენ.

“უკვე სხვა საფეხურზე გადავიდა ეს ხელისუფლება, მათთვის მიუღებელია განსხვავებული აზრის მქონე არა მხოლოდ

მაღალი თანამდებობის პირები, არამედ რიგითი თანამშრომლები. ეს არის ერთ-ერთი გზა ავტორიტარიზმისკენ, რისკენაც ეს ხელისუფლება მიდის.

რაიმე სხვა ახსნა, რომ ადამიანების გათავისუფლება მართლა ოპტიმიზაციისთვისაა, რა თქმა უნდა, არ არსებობს. უშვებენ ადამიანებს, რომლებიც ათეულობით წლებია, არიან სისტემაში, უშვებენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ინსტიტუციური მეხსიერება და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ ნაკეთები ქვეყნისათვის და ადამიანები, რომლებიც მართლა არიან საქმის მკეთებლები, გაუკეთებიათ კიდეც და ძალიან ბევრი გეგმები ჰქონდათ იმ მიმართულებით, რა მიმართულებასაც ისინი ხელმძღვანელობდნენ”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები