უწყვეტი პროტესტის 39-ე დღესაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
მოქალაქეები უკვე თვეზე მეტია ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული 5 ბავშვის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და სანთლები დაანთეს.
რუსთაველზე მსვლელობით მივიდნენ აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები.