ბიძინა ივანიშვილს არასდროს ექნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სამართლებრივი თუ ზოგადად, მორალური ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კონგრესში მსჯელობა არალეგიტიმურობაზე და არაღიარების აქტზე არის ძალიან მნიშვნელოვანი.
“როდესაც აშშ-ის კონგრესში, წარმომადგენლობით პალატაში და ყველაზე უფრო მნიშვნელოვან თავისუფლების ინსტიტუტში ხდება არალეგიტიმურობის აქტის დარეგისტრირება და ამაზე მსჯელობა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკულად, საერთაშორისო იზოლაცია კი არა, დასასრული საერთაშორისო არენაზე არის უკვე ძალიან აშკარა.
კონგრესში მსჯელობა არალეგიტიმურობაზე და არაღიარების აქტზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან თანამშრომლობაში დასანქცირებულ ბიძინა ივანიშვილს არასდროს ექნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სამართლებრივი თუ ზოგადად, მორალური ლეგიტიმაცია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.