spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – ხელისუფლებაზე მეტადაც კი, გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები პირველად უკრაინის ხელისუფლებას დააწესებინეს, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ ღიად მოუწოდებდნენ. ამას მოყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, რომლებსაც სუვერენიტეტი, პრაქტიკულად, სრულად აქვთ დაკარგული და მთლიანად „დიფ სთეითის“ კარნახით უწევთ მოქმედება,  –  ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო და ქართველი ხალხი, გლობალური ომის პარტიისგან მარტივ გზავნილს – “ან იომებ, ან დაგსჯით“, იღებს. გლობალურ ომის პარტიას კი, საქართველოს ხელისუფლებაზე მეტად, თავად ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც საკუთარი არჩევანით, საქართველოს ომში ჩართვა არ დაუშვა.

“თავის დროზე დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულმა მოთხოვნამ და მუქარამ საბოლოოდ საჯარო სახე მიიღო. „ან იომებ ან დაგსჯით“ – ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს. მეტიც, ოპოზიციის პირით, ქართველი ხალხის დასჯაზეც დაიწყეს საუბარი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ხელისუფლებაზე მეტადაც კი, გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩათრევა არ დაუშვა“, –  აღნიშნულია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები