spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები, სისტემის დემონტაჟი და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება

კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები, ამ სისტემის დემონტაჟი და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენს რეჟიმი, რომელიც არის ეროვნული ინტერესების მოღალატე.

“რა თქმა უნდა, ივანიშვილი თავის ჩვეულ ამპლუაში შეიძლება ვიხილოთ და ივაჭროს გარკვეული საკითხებით, მაგრამ დღეს საქართველოში პრობლემას წარმოადგენს არა რომელიმე საკანონმდებლო ნორმა, ან ინიციატივა, არამედ პრობლემას წარმოადგენს რეჟიმი, რომელიც არის ეროვნული ინტერესების მოღალატე, ამიტომ ერთადერთი გზა კრიზისის დაძლევის არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები, ამ სისტემის დემონტაჟი და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. სხვა ნებისმიერი თემით ვაჭრობა განწირულია მარცხისთვის”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები