spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ბოკერია – ამ რეჟიმის დატოვების შემთხვევაში მუდმივი და უზარმაზარი საფრთხის წინაშე ვიქნებით

ამ რეჟიმის დატოვების შემთხვევაში ჩვენ მუდმივი და უზარმაზარი საფრთხის წინაშე ვიქნებით, რომელიც მხოლოდ გაიზრდება, – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციებზე უკვე რეჟიმის გადადგომის მოთხოვნა გაჟღერდა.

“ქართული საზოგადოების ის დიდი ნაწილი, რომელიც პროტესტში მონაწილეობს, ჩამოყალიბებულია, რომ ამ რეჟიმის დატოვების შემთხვევაში ჩვენ მუდმივი და უზარმაზარი საფრთხის წინაშე ვიქნებით, რომელიც მხოლოდ გაიზრდება, იმის და მიუხედავად, ტაქტიკურად რა ნაბიჯს გადადგამს ამ მომენტში და ამიტომ არის, რომ წინა პროტესტისგან განსხვავებით, რომ – არა რუსულ კანონს – ახლა არის მოთხოვნა არჩევნების და მალე ეს უფრო მკაფიო გახდება. მოწოდება გადადექიც გაისმა, სადაც ივანიშვილი კი არა, რეჟიმი იგულისხმება”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები