spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან სანიკიძე – “ქართული ოცნების” მხრიდან რაიმე ტიპის საუბარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არის უბრალოდ სასაცილო

“ქართული ოცნების” მხრიდან რაიმე ტიპის საუბარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არის უბრალოდ სასაცილო, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის შედეგი, რომლის დადგომისაც ძალიან ეშინია “ქართულ ოცნებას”, აუცილებლად დადგება.

“ქართულ ოცნებას”, პირველ რიგში, ასანქცირებენ გაყალბებული არჩევნების გამო, ისინი არ არიან ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსები, მათ ამ ქვეყანაში მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლება დღეს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური.

ამასთანავე, “ქართულმა ოცნებამ” აირჩია თავისი მოკავშირეები – რუსეთი, ჩინეთი, ბელარუსი, რომელთანაც სუსს შესაბამისი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ამიტომ, “ქართული ოცნების” მხრიდან რაიმე ტიპის საუბარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ეს არის უბრალოდ სასაცილო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ იმ პროტესტს, რომელიც რუსთაველის გამზირზე უწყვეტად მიმდინარეობს უკვე 42 დღეა. ის შედეგი, რომლის დადგომისაც ძალიან ეშინია “ქართულ ოცნებას”, რაც გულისხმობს ახალი არჩევნების დანიშვნას და ახალი ლეგიტიმური არჩევნების მიღებას, აუცილებლად დადგება”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები