spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო კალანდაძე – ამ ეტაპზე აქვთ განცდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, ახლა არიან კედელთან მიმწყვდეული

ეს ერთი შეხედვით სიგიჟეა. მათ ამ ეტაპზე აქვთ განცდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, ისინი ახლა არიან კედელთან მიმწყვდეული, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება საუბრობს განახლებული მუქარის ენით.

“ეს ერთი შეხედვით სიგიჟეა. მიანიშნებს მარტივ ლოგიკაზე. პირველი, რომ მათ ამ ეტაპზე აქვთ განცდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, ამიტომ ცდილობენ, გამოივაჭრონ, რისი შესაძლებლობაც თეორიულად აქვთ, მაგრამ, რაც მთავარია, ეს მოწმობს იმას, რომ მათ წინააღმდეგ მიმართულმა ძალიან კონკრეტულმა სანქციების რიტორიკამ თავისი შედეგი გამოიღო იმიტომ, რომ ისინი ახლა არიან კედელთან მიმწყვდეული. ისინი საუბრობენ განახლებული მუქარის ენით იმისთვის, რომ იქნებ რამე შანსი კიდევ არსებობდეს მათთვის, რომ რაღაცნაირად მოილაპარაკონ დასავლეთთან. ეს განაპირობა იმან, რამაც განაპირობა სანქციები, მაგრამ ამავდროულად დასავლეთიდან ძალიან მკაცრმა ხაზმა, რომელიც აქამდე გამოჩნდა, რომ გადახედვას არ ექვემდებარება, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ამიტომ არის ახლა, რომ თითქოს ცდილობენ განარჩიონ ერთმანეთისგან ტრამპის ადმინისტრაცია და ვიღაც ცალკეული პირები, რომლებიც ამ განცხადებას აკეთებენ, მაგრამ ყველას ესმის, რომ ეს ერთიანი რგოლია”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები