მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს, – ამის შესახებ კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო სოციალურ ქსელში წერს.
“მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს.
მუშახელი და საზოგადოებები ორივე ქვეყანაში სარგებლობენ ერთმანეთთან სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობით”, – წერს ჯასტინ ტრუდო.
მანამდე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შესთავაზა კანადას აშშ-ის 51-ე შტატად შეერთება.
„კანადა და შეერთებული შტატები, ეს მართლაც რაღაც იქნებოდა. აღარ იქნებოდა ხელოვნურად გავლებული საზღვარი. ეროვნული უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. ნუ დაგავიწყდებათ: ჩვენ, არსებითად, ვიცავთ კანადას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.