თბილისში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა საბურთალოზე, ფანასკერტელის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოდა.
დაზარალებულს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ბრალდებულს სამართალდამცველები ეძებენ.