spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბლინკენი – საქართველოში არის დემოკრატიული უკან დახევა, რაც ღრმად შემაშფოთებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

ბლინკენის თქმით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსაც შეეხო.

“ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე. რაც შეერთებულმა შტატებმა დაინახა საქართველოში, არის დემოკრატიული უკან დახევა. ეს ძალიან შემაშფოთებელია. და არა მხოლოდ დემოკრატიული უკან დახევა, არამედ უკან დახევა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებისგან მომავლის შენებისკენ, რომელიც უფრო და უფრო ახლოს იქნება ევროპასთან. ასე რომ, როდესაც დავინახეთ ეს დემოკრატიული უკუსვლა, დავინახეთ, რომ მთავრობა, რომელიც მოქმედებს იმ ხალხის მკაფიო ნების საპირისპიროდ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ვნახეთ არჩევნები, რომელმაც მრავალი კითხვა გააჩინა, ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიული ქმედებები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, თავისუფლად და ღიად ისაუბრონ, ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც მივიღეთ ზომები. ჩვენ სანქციები დავუწესეთ “ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრებს, შევაჩერეთ აშშ-ის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ეუთოს ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, მათ შორის საფრანგეთთან ერთად, ჩვენ ავამოქმედეთ ვენის მექანიზმი, რათა ნათლად განვაცხადოთ, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის კანონის მიღება, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვის თავისუფლების სივრცეს, უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, თქვენ ხედავთ აშკარა ერთიანობას აშშ-ის, საფრანგეთს და ბევრ სხვა ქვეყანას შორის საქართველოს ხელისუფლების ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე”, – განაცხადა ბლინკენმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები