spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ირაკლი ჩიქოვანი რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 25-ე შეხვედრაში მონაწილეობდა. რამშტაინის ფორმატის შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გახსნა. რამშტაინის ფორმატის 25-ე შეხვედრაზე ლოიდ ოსტინთან ერთად სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მათ უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის გადაუდებელ და გრძელვადიან საჭიროებებზე იმსჯელეს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინისთვის შემდგომი დახმარების პაკეტზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში ბოლოჯერ მონაწილეობს.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები