spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – როდესაც ჩვენი პარტნიორები ხედავენ კონკრეტულ ბრძოლას, ისინი გადადიან მოქმედებებზე

დღეს ვხედავთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას. როდესაც ჩვენი პარტნიორები ხედავენ კონკრეტულ ბრძოლას, ისინი გადადიან მოქმედებებზე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციების მასშტაბურობა მეტყველებს იმაზე, რომ დასავლეთს კარგად ესმის ივანიშვილის რეჟიმის არსი.

“სანქციების მასშტაბურობა თვალშისაცემია, ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ღრმად და საფუძვლიანად ესმით ჩვენს პარტნიორებს ეს საკითხი და რამდენად სერიოზულად უდგებიან იმ საკითხს, რომ გამოეცალოს აბსოლუტურად ყველა საყრდენი ოლიგარქიულ რეჟიმს. ეს საყრდენებია – ოფიციალური პირები, მოძალადეები, ძალოვნად წოდებულები, ბიზნესმენები და პროპაგანდისტები. ამ რაღაცებზე დგას ეს ვერტიკალი.

მსგავსი ტიპის გზავნილები არის ყველასთვის, რომლებსაც საკუთარი ინტერესი მაინც უნდა ამოძრავებდეთ, რომ მათ დღეს დასჯის მანქანა, რომელიც არის ყველაზე მტკივნეული. მათ გაფრთხილება არაერთხელ მიიღეს.

დღეს ვხედავთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას. ჩვენი პარტნიორები როდესაც ხედავენ კონკრეტულ ბრძოლას, ისინი გადადიან მოქმედებებზე”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები