spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – მე-13 წელია, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას ცდილობს

რამდენჯერ მოგვისმენია, რომ უნდა გაასამართლონ “ნაციონალური მოძრაობა”. გასაკვირი შეიძლება წარსულში ყოფილიყო, როცა “ნაციონალური მოძრაობა”ამტკიცებდა, რომ ივანიშვილის საბოლოო მიზანი სწორედ ევროატლანტიკური მომავლის დასამარება იყო, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მე-13 წელია, “ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას ცდილობს.

“არანაირი სიახლე არ არის, რამდენჯერ მოგვისმენია, რომ უნდა გაასამართლონ “ნაციონალური მოძრაობა”. გასაკვირი დღეს აღარავისთვის უნდა იყოს. გასაკვირი შეიძლება წარსულში ყოფილიყო, როცა შეიძლება, “ნაციონალური მოძრაობა” გამოირჩეოდა სხვა პოლიტიკური აქტორებისგან, როდესაც ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ივანიშვილის საბოლოო მიზანი სწორედ ევროატლანტიკური მომავლის დასამარება იყო, ან ის, რომ ის იყო რუსული გავლენის, მაგრამ ახლა ამას უკვე ყველა ხედავს.

ივანიშვილს კონკრეტულად იმისთვის ასანქცირებენ, რომ ის რუსულ ინტერესს და რუსულ სარგებელს ემსახურება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები