spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თორნიკე მიგინეიშვილი – ჩვენ ვაყენებთ ერთადერთ მოთხოვნას, რომ ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს

პროკურატურას ექნება შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დარჩეს ისევ პატიმრობა. ჩვენ ვაყენებთ ერთადერთ მოთხოვნას, რომ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს ანდრო ჭიჭინაძე, – ამის შესახებ დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ დაკავებულის მხარემ სასამართლოს გირაოს ოდენობის განსაზღვრა შესთავაზოს.

“სავარაუდოდ, პროკურატურას ექნება შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დარჩეს ისევ პატიმრობა, რაც, რა თქმა უნდა, იქნება სრულიად დაუსაბუთებელი და აბსურდი, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან არცერთი მტკიცებულება არ დევს საქმეში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაყენებთ ერთადერთ მოთხოვნას, რომ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს ანდრო ჭიჭინაძე, ვინაიდან, არ არის პატიმრობის გაგრძელების საფუძველი, თუმცა სავარაუდოდ, შევთავაზებთ სასამართლოს გირაოს, თავად განსაზღვროს გირაოს ოდენობა”, – განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის და იუმორისტ ონისე ცხადაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები