მაქსიმალური წნეხი არის უმნიშვნელოვანესი დღეს საქართველოში დროებით გამყარებული რუსული რეჟიმისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს იმისათვის, რომ არ მიეცეთ ქვეყნის ნგრევის საშუალება.
“მაქსიმალური წნეხი არის უმნიშვნელოვანესი დღეს საქართველოში დროებით გამყარებული რუსული რეჟიმისთვის, რომ არ მიეცეთ იმის საშუალება, ჩამოანგრიონ ქვეყნის სუვერენიტეტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი გადაწყვეტილება არის ქართველ ხალხზე, იმ ხალხზე, ყველა სფეროს წარმომადგენლებზე, რომლებიც ყოველდღიურად აპროტესტებენ იმ რეჟიმს, რომელმაც ქვეყანას დაუკარგა ავტორიტეტი და დაუკარგა ევროპული კურსის შანსი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის დროებითი”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.