ეს დავა თუ აქ არ დასრულდება, საერთაშორისო სასამართლოში გადაინაცვლებს, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეში არ დევს მტკიცებულებები, რაც ჭიჭინაძის ბრალეულობას მიუთითებს.
“ჩვენი იურისტების ჯგუფი იცავს ანდრო ჭიჭინაძეს. ჩვენ ვახორციელებთ მის დაცვას. მონიტორინგსაც ვახორციელებთ პროცესის სხვა დაკავებული უდანაშაულო ადამიანების, ეს არის აშკარად გამოხატული პოლიტიკური საქმე, სადაც არც ერთი მტკიცებულება არ უდევთ საქმეში, რატომ არიან ასეთი მძიმე ბრალდებით დაპატიმრებული. ამიტომაც, ბუნებრივია, სამართლებრივი ბრძოლის ყველა გზა იქნება ჩვენი მხრიდან გავლილი იმისთვის, რომ ეს დავა, თუ აქ არ დასრულდება, საერთაშორისო სასამართლოში გადაინაცვლებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის და იუმორისტ ონისე ცხადაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.