spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოში 14-16 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი იგეგმება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოში 14-16 იანვარს ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვლენ თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, „ლიბერალ დემოკრატების ალიანსი“) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“).

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს მხარდაჭერად ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეთა შეხედულებებისადმი, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.

„ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე. ვიზიტის დროს თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და ის არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებებისადმი, რომლებსაც თანამომხსენებლები ხვდებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თანამომხსენებლები გეგმავენ ზოგიერთი დაკავებული დემონსტრანტის მონახულებას, რომელთა დაკავება და მათთვის წარდგენილი ბრალდებები შეშფოთებას იწვევს. ამ კონტექსტში, ასამბლეის პრეზიდენტმა, თანამომხსენებლებთან კონსულტაციით, 2024 წლის 23 დეკემბერს ვენეციის კომისიის სასწრაფო შეფასება ითხოვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების კუთხით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები