ორბანზე და ფიცოზე დაყრდნობა, აშენება მთელი პროპაგანდის, რომ ჩვენ ევროკავშირი ვერაფერს გვიზამს და ვერ დაგვსჯის, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არის არარეალური, – ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხისთვის ევროკავშირის კარი ღია რჩება.
“ქართველი ხალხისთვის კარი ღია რჩება და ყველაფერი რჩება ისე, როგორც აქამდე. ქართველ მოქალაქეს შეუძლია, თავისუფლად იმოგზაუროს ევროკავშირში, ჰქონდეს ეს პრივილეგია მაშინ, როცა რეჟიმის მსახურებს ეს პრივილეგია ჩამოერთვათ.
არის უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მქონე ქართველთათვის, რომელსაც ფიცო და ორბანი ვერ შეეწინააღმდეგებიან, იმიტომ, რომ ამ ნახევრად სანქციებს არ სჭირდება ევროკავშირის ქვეყნების სრული უმრავლესობა. აქ ორბანს და ფიცოს არ აქვთ ვეტოს დადების საშუალება.
ორბანზე და ფიცოზე დაყრდნობა, აშენება მთელი პროპაგანდის, რომ ჩვენ ევროკავშირი ვერაფერს გვიზამს და ვერ დაგვსჯის, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არის არარეალური”, – განაცხადა გუგულაშვილმა.