spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – მომენტალურად მოუწევს ქალბატონ ნათია თურნავას გადადგომა, ეს გამოიღებს უმძიმეს შედეგებს

მომენტალურად მოუწევს ქალბატონ ნათია თურნავას გადადგომა, ეს გამოიღებს უმძიმეს შედეგებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი უკვე ამერიკის მთავრობამ თურნავა და სხვები დაასანქცირა, ეროვნული ბანკი სრულიად პარალიზებული იქნება.

“ამ ხელისუფლების გამაძლიერებელი ბიზნესი და მათი წარმომადგენლები მოხვდნენ უკვე ამ სიაში. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ასაზრდოებენ ამ რეჟიმს, ეხმარებიან საქართველოში რუსული გავლენის გაძლიერებაში მათ და ამავე დროს საზრდოობენ თავად ბიუჯეტიდან და ბიძინა ივანიშვილის ხელიდან.

ამ სიაში მოხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი უკვე ამერიკის მთავრობამ ეს ადამიანები დაასანქცირა, ეროვნული ბანკი სრულიად პარალიზებული იქნება და მომენტალურად მოუწევს ქალბატონ ნათია თურნავას გადადგომა.

ეს გამოიღებს უმძიმეს შედეგებს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები