“გამარჯვებამდე” – ამ ლოზუნგით რესპუბლიკის მოედანზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან.
მოქალაქეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, ბრძოლას არ შეწყვეტენ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ.