spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – ეს ბიჭები გვაძლევენ ბრძოლის სტიმულს და ენერგიას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საერთო გამარჯვებამდე

“გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ქეთევან ჯაჭვაძის მიერ აქციების დროს დაკავებული 11 პირის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება.

“ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე ჰყავს თავისი დაუმარცხებელი სიმბოლო – ამ ბიჭების სახით, რომლებიც ბევრად უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე მთელი ის რეჟიმი, რომელმაც ისინი დაატყვევა.

თავად ეს ბიჭები გვაძლევენ ბრძოლის სტიმულს და ენერგიას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საერთო გამარჯვებამდე!

თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება საქართველოს!” – წერს გახარია სოციალურ ქსელში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ირაკლი ქერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი პატიმრობაში დატოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები