თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 8 პირის – ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლომ დღეს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი უნდა განიხილოს.
პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები იკრიბებიან.
მათი განცხადებით, აღნიშნული პირების დაკავება უსამართლოა.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.