თუ 1%-ით მაინც გვეიმედება, რომ რომელიღაც “მოსამართლე” პოლიტპატიმარს გამოუშვებს, ე.ი. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის ბოროტების სრულ მასშტაბს, – ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“თუ 1%-ით და 1 წამით მაინც გვეიმედება, რომ რომელიღაც “მოსამართლე” პოლიტპატიმარს გამოუშვებს ან რომელიმე “პოლიციელი”, რომელიც პატიმრების მშობლებს დასცინის – გამონაკლისია, ან რომელიმე ქოცს გული აუჩუყდება და ბიძინას მრევლობაზე უარს იტყვის, ესე იგი ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის ბოროტების სრულ მასშტაბს და მისი მომხრეების სრულ ნამუსგარეცხილობას.
არც ერთი არ არის გამონაკლისი: ერთი ქოცური სასამართლოს უნივერსალური სახეა, მეორე – ქოცური პოლიციის, მესამე – ქოცი ამომრჩევლის”, – წერს ნიკა გვარამია.