spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, Jeju Air-ის თვითმფრინავის შავი ყუთების მიერ ინფორმაციის ჩაწერა ავიაკატასტროფამდე ოთხი წუთით ადრე შეწყდა

სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია Jeju Air-ის თვითმფრინავის შავი ყუთების მიერ ინფორმაციის ჩაწერა ავიაკატასტროფამდე ოთხი წუთით ადრე შეწყდა.

სამინისტროს განცხადებით, შესაბამისი სამსახურები გამოიძიებენ თუ რა გახდა თვითმფრინავის შავი ყუთების მუშაობის შეჩერების მიზეზი.

ცნობილია, რომ თვითმფრინავის ხმის ჩამწერი მოწყობილობა ჯერ სამხრეთ კორეაში შეამოწმეს და როდესაც აღმოაჩინეს, რომ მონაცემები აკლდა, აშშ-ში გაგზავნეს.

29 დეკემბერს მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას Jeju Air-ის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

7C2216 რეისზე სულ 181 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 175 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. მაშველებმა მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ორივე ეკიპაჟის წევრია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები