spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზვიად ქორიძე – მზია ამაღლობელი სწორედ იმიტომაა საპყრობილეში, რომ მზია ამაღლობელია და არა იმიტომ, რომ დანაშაული ჩაიდინა

ის, რომ დღეს მზია ამაღლობელი არის საპყრობილეში, სწორედ იმიტომაა, რომ ის მზია ამაღლობელია და არა იმიტომ, რომ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერმა ზვიად ქორიძემ მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხელისუფლებისთვის წითელი ხაზები არ არსებობს.

“როდესაც დიქტატურის წინაშე ასე შიშველი ხელებით ვდგავართ, ყველას უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ მათ არ აქვთ წითელი ხაზები და ისინი ყველას დაიჭერენ.

ის, რომ დღეს მზია ამაღლობელი არის საპყრობილეში, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ის სწორედ იმიტომაა, რომ ის მზია ამაღლობელია და არა იმიტომ, რომ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

“ბათუმელების” დირექტორის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ის ბათუმში აქციის დროს დააკავეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები