რუსეთის სატელიტ, მოძალადე დაჯგუფებას, რომელსაც დღეს ჰქვია “ქართული ოცნება”, არ უნდა მიეცეს არანაირი შანსი, რომ მოიპოვონ რაიმე სახის აკრედიტაცია, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” არ უნდა მიეცეს არანაირი შესაძლებლობა, რომ არც ევროსაბჭოში მოიპოვოს რაიმე სახის აკრედიტაცია.
“ამ მისიის შეფასებები, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას შეაფასებს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ცხადია, არალეგიტიმურ, რუსეთის სატელიტ, მოძალადე დაჯგუფებას, რომელსაც დღეს ჰქვია “ქართული ოცნება”, არ უნდა მიეცეს არანაირი შანსი, რომ მოიპოვონ რაიმე სახის აკრედიტაცია რომელიმე საერთაშორისო ასპარეზზე მყოფ ორგანიზაციაში, მათ შორის ევროსაბჭოში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოში PACE-ს მონიტორინგის მისია იმყოფება.