“ქართული ოცნების“ დეპუტატის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ჟურნალისტობა ინდულგენციას არ უნდა წარმოადგენდეს.
მაჭავარიანის თქმით, “ამ ქალბატონმა პოლიციელს სილა გააწნა, რაც ყოვლად აღმაშფოთებელია”.
“მერწმუნეთ, ასეთი კადრი ისეთ ქვეყნებში რომ გვენახა, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლიციელთა მხრიდან გაცილებით მკაცრ ფორმებს ვიხილავდით. ეს ქალბატონი უბრალოდ დაკავებულია. ის, თუ როგორ შეფასდება მისი ქმედება პროკურატურის თუ მოსამართლეების მხრიდან, ეს თავიდან ბოლომდე მათი პრეროგატივაა და მე მათ საქმეში არ ჩავერევი”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, როდესაც საპროტესტო აქციები მშვიდობიანი ფორმით მიმდინარეობს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მასში მონაწილეობა.
“თუ არის ადამიანების საკმარისი რაოდენობა შეუძლიათ ქუჩა გადაკეტონ. მნიშვნელოვანია ის, რომ კონსტიტუციით და კანონით დადგენილ ჩარჩოებს არ გასცდნენ. ასეთ შემთხვევაში არც პოლიციის მხრიდან ისმის აქციის დაშლის მოწოდება – ჩვეულებრივ აპროტესტებენ, მიდიან და მოდიან, როგორც უნდათ და რა დროსაც უნდათ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.