spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახტანგ ძაბირაძე – ქვეყანაში არსებული ვითარება ალბათ, კიდევ უფრო დაიძაბება და კრიტიკული გახდება

ქვეყანაში არსებული ვითარება ალბათ, კიდევ უფრო დაიძაბება და კრიტიკული გახდება. “ქართული ოცნება“ აქტიურად დაიწყებს ე.წ. ზონდერების და “ტიტუშკების” გამოყენებას, – ამის შესახებ Front News-ს ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის კონტურები იანვრის ბოლოს თებერვლისკენ გამოჩნდება.

ვახტანგ ძაბირაძე – პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერი იქით მიდის, რომ სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავალი ხელისუფლების ხელშია, მაგრამ როგორც ბოლო დღეებიდან ჩანს (ვგულისხმობ აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებას, ბათუმში, ასევე რესტორან “ბაბილოში“) ჯერჯერობით არ ფიქრობენ რეალური ნაბიჯების გადადგმას, რაც ვითარების განმუხტვას გამოიწვევს.

თუმცა არც იმას ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირებები  ხელისუფლების ცენტრალური გადაწყვეტილება იყოს. არც სამხარაძე და არც ზარქუა არ მიეკუთვნებიან “ოცნების“ იმ ელიტას, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ და გეგმავენ. ჩემი აზრით, ეს არის თვითშემოქმედება.

ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას რაიმე გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, რომელსაც ყველა დაემორჩილება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ დიდი პაუზა აქვს აღებული განცხადებებთან დაკავშირებით, (მაგალითად დეკემბერში, პრემიერი დღეში ორჯერ აკეთებდა ლამის განცხადებებს) ახლა კი პროპაგანდის გარდა ოფიციალურ პირებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.

დუმილი მათ უმოქმედობას არ ნიშნავს, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებაში რაღაც ვერსიები განიხილება ოღონდ არა სამხარაძის და ზარქუას დონეზე.

– და რა ვერსიები შეიძლება განიხილებოდეს?

– როგორ ჩანს, არც თუ ისე სასიკეთო რამეები. ალბათ, კიდევ უფრო დაიძაბება და კრიტიკული გახდება ვითარება.

– თქვენი აზრით, “ქართულ ოცნებაში” ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვერსიას არ განიხილავენ? ან სხვა რა შანსი რჩება მაშინ, როცა საპროტესტო გამოსვლები 50 დღეა, არ წყდება, დაიწყო გაფიცვები…

– ვადამდელ არჩევნებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ მგონია, რომ ალბათობა იმისა, რომ ვინმე გადადგეს და რაღაც ასეთი პროცესი დაიწყოს, არ ჩანს.  შეიძლება თვის ბოლოსთვის ან თებერვალში, რაღაც ასეთი გამოჩნდეს.  ამ ეტაპზე კი მგონია პოლიტიკას არ შეცვლის. ამ ინციდენტებს, რომელიც უკვე მოხდა, ექნება გაგრძელებები.

დაიწყება ზონდერების უფრო აქტიური გამოყენება, ასევე “ტიტუშკებისაც”. ამიტომ ვინმეს გადადგომებს არ ველოდები. ღმერთმა ქნას, ხელისუფლება წავიდეს რაღაც კომპრომისზე, მაგრამ ამის სიმპტომები ჯერჯერობით არ არსებობს. თვის ბოლოს უკეთ გამოჩნდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები