spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მზია ამაღლობელი – ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს, რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი პროცესების შედეგია

ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს, რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია, – ამის შესახებ წერილს “ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი წერს, რომელსაც Netgazet ავრცელებს.

მისი თქმით, პროცესები, რომელიც ბოლო 1 წელია, ვითარდება ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც დიქტატურა.

“ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს, რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია. პროცესები, რომელიც ბოლო 1 წელია, ვითარდება, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც დიქტატურა”, – წერს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები