ჩვენ, პარტიები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტთან ერთად პრაქტიკულად, ყოველდღიურად ვმუშაობთ ერთად. გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა – ახალი არჩევნები, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სალომე ზურაბიშვილის ოფისში შეხვედრის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა საკითხზე ერთად მუშაობენ და ეძებენ გამოსავლის გზებს.
“ჩვენ, პარტიები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტთან ერთად პრაქტიკულად, ყოველდღიურად ვმუშაობთ ერთად. გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა – ახალი არჩევნები.
ჩვენ ყველა საკითხი, რაც სამუშაო რეჟიმში საჭიროა, ერთად ვთანამშრომლობთ, ვწერთ, ვფიქრობთ და ვეძებთ გამოსავალს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.