ბრიტანეთის სანქციები ეს არის გზა, რომლისგანაც გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ თუ არ გვისმენენ, მოუსმინონ ირაკლი რუხაძეს, მოუსმინონ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სანქციებთან შეხება ჰქონია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის ყველაზე კარგ სცენარშიც კი დაკარგავენ ყველაფერს.
“ბრიტანეთის სანქციები ეს არის გზა, რომლისგანაც გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ თუ არ გვისმენენ, მოუსმინონ ირაკლი რუხაძეს, მოუსმინონ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სანქციებთან შეხება ჰქონია.
შეუძლებელია, ამ ბრძოლაში გაიმარჯვო, იმიტომ, რომ მათთვის ყველაზე კარგ სცენარშიც კი ისინი დაკარგავენ ყველაფერს. კეთროვნები იქნებიან, ვიზითაც ვერსად ვერ გავლენ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ, რომ პროტესტის ტალღები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ბიზნესს არავინ სთხოვს ქუჩაში დგომას, არავინ სთხოვს დახურვას, არც იმას, რასაც დემონსტრანტები და სტუდენტები აკეთებენ, მაგრამ ბიზნესს აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ გვერდზე დაუდგეს იმ მონაწილეებს, ვინც წინა ხაზზე იბრძვის. ესენია მედია, ონლაინმედია”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.