spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ივანიშვილის რეჟიმის მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება დიდხანს გამოკეტოს ციხეში

ივანიშვილის რეჟიმის მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება დიდხანს გამოკეტოს ციხეში, რადგან სწორედ ის არის დასავლური ინტეგრაციისათვის ბრძოლის სიმბოლო, ამიტომ ივანიშვილის სასამართლოსგან დადებით განაჩენს ვერ ველით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

“ამ რეჟიმის მთავარი განზრახვა გახლავთ, რომ გაანეიტრალოს თავისუფალი საქართველო და თავისუფალი საქართველოს და მათ შორის ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისათვის ბრძოლის სიმბოლო წლების განმავლობაში არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი, ამიტომაც ამ რეჟიმის მიზანია, რომ ის რაც შეიძლება მეტი წლით გამოკეტონ ციხეში, ამიტომ ყველა შეკერილ საქმეზე, მათ შორის რომელიც შეკერა რუსეთის აგენტმა, დადებით განაჩენს ვერ ველით ივანიშვილის სასამართლოსგან”,  – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები