spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კალასი – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის საფუძველი არ არსებობს, ეს არის ჩვენი გავლენის ბერკეტი და ძალიან უცნაური იქნებოდა მისი დათმობა

ამ დროისთვის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის საფუძველი არ არსებობს, ეს არის გავლენის ბერკეტი და ძალიან უცნაური იქნებოდა მასზე უარის თქმა,  – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.

“ჩვენ ნამდვილად გვჭირდება სანქციები. ეს არის ჩვენი გავლენის ბერკეტი და ძალიან უცნაური იქნებოდა მისი დათმობა”, – განაცხადა კალასმა.

მან აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი მიზნებს არ შეუცვლია, ამიტომ სანქციების მოხსნის საფუძველი არ არსებობს.

“როგორც არ უნდა იყოს მოლაპარაკებები, ჩვენ გაცილებით სუსტ მდგომარეობაში ვიქნებით, თუ სანქციები ნაადრევად მოიხსნება. მე ასევე არ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების ინტერესებშია სანქციების მოხსნა ახლა”, – განაცხადა კალასმა.

მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გააუქმოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რადგან დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის მომავალ კვირას “ახალი ერა” გახსნას.

ევროკავშირმა 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 15 პაკეტი დაამტკიცა და მე-16 პაკეტზე მუშაობს.

ევროკავშირი ყოველ ექვს თვეში ერთხელ განაახლებს არსებულ სანქციებს, რაც 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვან გადაწყვეტილებას მოითხოვს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები