ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანოს წინაშე ფიცს ჯერ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დადებს, შემდეგ კი დონალდ ტრამპი, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.
ფიცის დადების ცერემონია ადგილობრივი დროით 12:00 საათზე კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართება. ამის მიზეზი კი ვაშინგტონში ძლიერი ყინვებია. ასეთი რამ ბოლოს 1985 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს მოხდა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტებიდან ტრამპის ფიცის დადებას დაესწრებიან ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბილ კლინტონი.
ასევე ისტორიაში პირველად, ინაუგურაციაზე მიწვეულები არიან სხვა ქვეყნების ლიდერებიც. მიწვეულთა სიაში არიან: არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ეკვადორის პრეზიდენტი დანიელ ნაბოა, სალვადორის პრეზიდენტი ნაიიბ ბუკელე.