მთავრობის ადმინისტრაციასთან “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ამაღლობელი რეჟიმის ტყვეა.
მათ თან აქვთ ბანერები წარწერებით – “თავისუფლება მზია ამაღლობელს”, “თავისუფლება ივანიშვილის პოლიტპატიმრებს”.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორი მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.