spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ეს უნდა აღვიქვათ როგორც რეჟიმის მცდელობა, რომ მოახდინოს რეკრუტირება ახალი “ტიტუშკების”

ეს უნდა აღვიქვათ არა როგორც ჰუმანური აქტი, არამედ როგორც რეჟიმის მცდელობა, რომ ამ მხრივ მოახდინოს რეკრუტირება ახალი “ტიტუშკების”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა 600-ზე მეტი მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მცდელობა, თითქოს ის ჰუმანურ პოლიტიკას ატარებს.

“სამწუხაროდ, რეჟიმის ბუნებიდან და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასეთი მასშტაბური შეწყალების აქტი, რა თქმა უნდა, უნდა აღვიქვათ არა, როგორც ჰუმანური აქტი, არამედ როგორც რეჟიმის მცდელობა, რომ ამ მხრივ მოახდინოს რეკრუტირება ახალი “ტიტუშკების”, ასევე, პროვოცირება მოახდინოს, რომ ის არა თუ აკავებს ადამიანებს და ქცეულია რეპრესიულ სისტემად, არამედ, თითქოს, ჰუმანურ პოლიტიკას მიმართავს და ციხეებიდან ათავისუფლებს გარკვეულ ადამიანებს, არადა ჩვენ ვხედავთ, რომ ათეულობით უდანაშაულო ახალგაზრდა არის ციხეში გამოგონილი ბრალდებებით”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები