“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გია ჯაფარიძის თქმით, ზოგადად პატიმრების შეწყალება ჰუმანური აქტია, თუმცა “ქართული ოცნების” ეს ნაბიჯი ქვეყანაში კრიმინალური დონის გაზრდას ემსახურება.
როგორც მან Front News-ს განუცხადა, საპატიმროებიდან გამოუშვეს ის ხალხი, ვინც წინასაარჩევნოდ გამოიყენეს.
“ყაველაშვილი თვითმარქვია პრეზიდენტია, ყველა ქმედება, რასაც ის გააკეთებს, არის უკანონო. გამოუშვეს ის ხალხი, ვინც გამოიყენეს წინასაარჩევნოდ, არჩევნების დროს რა პირობაც ჰქონდათ მათთან, ის პირობა შეუსრულეს.
შეწყალება ზოგადად ჰუმანური და ქრისტიანული აქტია და ყოველთვის მივესალმები, მაგრამ თვითმარქვია პრეზიდენტი რაღაცას შერჩევით აკეთებს, ეს საერთოდ სხვა რამეა.
ცხადია, ეს გაზრდის კრიმინალის დონეს, მათი მიზანიც ეს არის. ყაველაშვილი საერთოდ რა შუაშია, ივანიშვილია მთავარი რაშიც გარიგდნენ ის პირობა შეასრულეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.