spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვალერი ჩეჩელაშვილი – სომხეთი ამ დოკუმენტის ხელმოწერით შედის დიპლომატიური თამაშის ძალიან რთულ ფაზაში

ამერიკის და სომხეთის ურთიერთობები გადავიდა ახალ ფაზაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც იძლევა აბსოლუტურად განსხვავებულ შესაძლებლობას სომხებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთი დღეს ამ დოკუმენტის ხელმოწერით შედის დიპლომატიური თამაშის ძალიან რთულ ფაზაში.

“ამერიკის და სომხეთის ურთიერთობები გადავიდა ახალ ფაზაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც იძლევა აბსოლუტურად განსხვავებულ შესაძლებლობას სომხებისთვის. ეს დოკუმენტი ძალიან ჰგავს 16 წლის წინ გრიგოლ ვაშაძისა და კონდოლიზა რაისის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, ქარტიას სტრატეგიულ პარტნიორობაზე საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ძალიან ბევრი თანხვედრაა, აბსოლუტურად იდენტური სტრუქტურაა და რაღაც აბზაცებიც უცვლელადაა გადმოტანილი.

სომხეთი დღეს ამ დოკუმენტის ხელმოწერით შედის დიპლომატიური თამაშის ძალიან რთულ ფაზაში და შესაბამისად, მასზე იქნება დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ისევე ეფექტურად ამ ხელშეკრულებას, როგორც თავის დროზე ჩვენ გამოვიყენეთ. რაღაც ობიექტური გარემოებები სომხეთს ამაში ხელს უშლის. ის, რომ ის “კუხოს” წევრი ხდება, თუნდაც ფორმალური, და ის, რომ ის არის ევრაზიული კავშირის წევრი. ზოგადად, ეს არის იმის გზავნილი, რომ აშშ არა მხოლოდ სომხეთთან ავითარებს საკუთარ ურთიერთობებს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასია არის მისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების სპექტრში”, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები