spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბურჯანაძე – მოვითხოვთ იოსელიანისგან, გაგვცეს პასუხი, რა მექანიზმი გამოიყენა და რის საფუძველზე ვერ ამბობს, რომ წამებას ადგილი არ ჰქონია

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დირექტორი გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ ლევან იოსელიანს დაკავებული პატიმრების საქმე არც შეუსწავლია ისე აცხადებს, რომ პატიმრების წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ადგილი ჰქონდა.

“იმ ფონზე, როდესაც იოსელიანი აცხადებს, რომ ადგილი არ ჰქონია პატიმრების წამებას და ამის შეფასებას ვერ გააკეთებს, ეს არის სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაკნინება. ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად შევისწავლეთ ყველაფერი და ვიცით რა პირობებში უწევთ პატიმრებს ყოფნა.

სახალხო დამცველს თავის მანდატი აქვს პრევენციის ფუნქცია საპატიმროებში შეუშვას ექიმები, მოახდინოს ფოტო გადაღება და შედეგ დადო დასკვნა. მოვითხოვთ იოსელიანისგან, გაგვცეს პასუხი, რა მექანიზმი გამოიყენა და რის საფუძველზე ვერ ამბობს, რომ წამებას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წამება არის ინდივიდუალური შემთხვევა, რომელმაც ამ ხარისხს რომ მიაღწიოს, ამას სჭირდება კონკრეტული საქმის გამოძიება, ამიტომ არის, რომ ამის თქმა ასე ხელაღებით შეუძლებელია.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები