spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამთა მიქელაძე – ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებულის პერსპექტივის გათვალისწინებაც

როცა ჩვენ არ ვიცით, რა მუხლებზე და ვისზე მოხდა შეწყალება, ან დაზარალებულებს რა წუხილი შეიძლება ჰქონდეთ, ბუნებრივია, რომ ეს მსხვერპლისთვის მძიმე და უსამართლო აღმოჩნდეს, – ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ 600-ზე მეტი პატიმრის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ერთპიროვნულად პრეზიდენტის მიერ ამდენი ადამიანის შეწყალება ნამდვილად პრობლემაა.

“ის თითქოს ემსგავსება ამნისტიას, რომელსაც პარლამენტი იღებს, როგორც გადაწყვეტილებას და მას წინ უსწრებს ხოლმე პოლიტიკური განხილვები და დისკუსიები. შეფასება გარკვეული პრაქტიკების, ისტორიის, წარსულის და ამის საფუძველზე მიიღება ამგვარი გადაწყვეტილება.

ერთპიროვნულად პრეზიდენტის მიერ ამდენი ადამიანის შეწყალება ნამდვილად პრობლემაა. ცხადია, ამ დროს ჩნდება ეჭვები, რომ პრეზიდენტი ვერ მოახერხებდა ამდენი საქმის შესწავლას.

ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებულის პერსპექტივის გათვალისწინებაც და ახლა, როცა ჩვენ არ ვიცით, რა მუხლებზე და ვისზე მოხდა შეწყალება, ან დაზარალებულებს რა წუხილი შეიძლება ჰქონდეთ, ბუნებრივია, რომ ეს მსხვერპლისთვის მძიმე და უსამართლო აღმოჩნდეს”, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები