spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სასამართლომ რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

თემქაზე დაკავებულ მაცხონაშვილს ბრალად ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების დარღვევა ედება, რაც სახის დაფარვის აკრძალვასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღევანდელ სხდომაზე საქმის მოწმეები გამოიკითხნენ. მათი განცხადებით, გურამ მაცხონაშვილი პოლიციას არ დაემორჩილა.

დღესვე თემქის პოლიციასთან აქციაზე დაკავებული რომან აკოფოვი სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები